განახლებული LADA Vesta

Lada Vesta სედანი არის ტევადი და კომფორტული, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აკუსტიკურ კომფორტს. შასის დიზაინი აერთიანებს მდორედ გაშვებას, გამავლობას და მაღალი სიჩქარით მართვას. LADA Vesta კარგად ადაპტირებულია რთულ კლიმატურ და საგზაო პირობებში: ძარის გარე პანელები მოთუთიებულია, სავალი ნაწილები და ავტომობილის ძირი დაფარულია სპეციალური დამცავი საფარით.

LADA Vesta სრულყოფა-გრაფიკა და ხასიათი

თანამედროვე, სწრაფი, ნათელი-LADA Vesta ადგენს LADA-ს დიზაინის თანამედროვე სტანდარტს. სედანის სილუეტი წარმოდგენილია ერთიანი " X "-კონცეფციით, ეს არის 100% ცნობადი და ჰარმონიული. საფირმო კორპორატიული სტილი კი გამოკვეთილია დეტალებში: მუქი ფერის რადიატორის მორთვა, დაშტამპული გვერდები, უკანა განათება. წაგრძელებული კაპოტი, ფანჯრების აწეული ხაზი და დაქანებული სახურავი, მანქანა გამოიყურება უფრო მეტად დინამიურად და სპორტულად.

ყველაზე ფართო სალონში კლასში

განსაკუთრებულად ფართო ინტერიერი საშუალებას გაძლევთ განთავსდეთ მაქსიმალურად კომფორტულად, როგორც წინა ასევე უკანა სავარძელზე რასაც ხელს უწყობს სავარძლების მაღალი ერგონომიკულობა. მძღოლის სავარძელი აღჭურვილია სიმაღლის რეგულირებით და წელის მხარდაჭერით. საჭის რეგულირება ოთხი მიმართულებით ეხმარება მძღოლს მოხერხებულად განთავსდეს სავარძელში. 

საბარგულის ტრანსფორმაცია

480 ლიტრიანი საბარგული - აუცილებელია საოჯახო მანქანისთვის, შესაძლებელია ასევე მოცულობის გაზრდა როგორც მთლიანად ასევე ნაწილობრივ, პროპორციით 60/40

დაცვის მაღალი დონე

LADA Vesta-ს გააჩნია დაცვის მაღალი დონე, მანქანა უზრუნველყოფს შესანიშნავი ხილვადობას და დამაჯერებელ მოძრაობას, ელექტრონიკა მუდმივად აკონტროლებს საგზაო სიტუაციას, ავტომობილის ძარაში გამოყენებული მაღალი სიმტკიცის ფოლადი საიმედოდ იცავს მძღოლს და მგზავრებს.

ძრავები

LADA Vesta - ეს არის შესაძლებლობა აირჩიო ინდივიდუალური მართვის სტილი და დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს  1.6 l + "მექანიკა" - ეკონომიური ვარიანტი და  1.8 l + "მექანიკა" - სოლიდური წევის ძალით,  1.6 l + ავტომატური ტრანსმისია-მდორე მოძრაობა და დაამაჯერებელი აჩქარება!

 

მუშა მოცულობა
1596 სმ
სიმძლავრე
106 ც.ძ. (78 კვტ)  5800 ბრ/წთ-ზე
მაბრუნებელი მომენტი
148 ნმ  4200 ბრ/წთ-ზე
ტოქსიკურობის ნორმა
ЕВРО-5

 

 

 

მუშა მოცულობა
1774 სმ
სიმძლავრე
122 ც.ძ. (90 კვტ)  5900 ბრ/წთ-ზე
მაბრუნებელი მომენტი
170 ნმ  3700 ბრ/წთ-ზე
ტოქსიკურობის ნორმა
ЕВРО-5

 

მუშა მოცულობა
1598 სმ
სიმძლავრე
113 ც.ძ. (83 კვტ)  5500 ბრ/წთ-ზე
მაბრუნებელი მომენტი
152 ნმ  3700 ბრ/წთ-ზე
ტოქსიკურობის ნორმა
ЕВРО-5