XCODE Concept

დიზაინი

XCODEკონცეპტი თანამედროვე პროპორციებით, მაღალი კარებებით ქმნიან შთამბეჭდავ სტილისტიკურ გარეგნობას, რომელებიც ხაზს უსვამენ ავტომობილის სიმძლავრეს და ამავდროულად სიმსუბუქეს.

დამახასიათებელი Х-სებური ფორმა ადვილად იკითხება, როგორც რადიატორის მოპირკეთებაში, ასევე წინა ბამპერის ალუმინის ჩანართებში. დამრეცი წინა სანათები ბამპერთან ერთად აღიქმება უფრო განიერად, ისევე როგორც უკანა სანათებს ვიზუალური კავშირი აქვს საერთო დიზაინთან, რაც ერთობლიობაში ოთხკარიან ავტომობილს ანიჭებს კუპეს ეფექტს.

გვერდითი ელემენტები გამოყოფილია სივრცითი ელემენტების დამატებით.უკანა კარის გაღების სახელურების დამალვა მოხერხდა უკანა კარის საყრდენის შავ ნაწილში.

მომატებული ქლირენსი და მაღალი საბურავები XCODE ქმნის უფრო პრაკტიკულს.

სახურავის დიზაინი ქმნის დამატებით შესაძლებლობებს მანქანის პერსონალიზაციისთვის და ეხმარება გააუმჯობესოს აეროდინამიკური ეფექტურობა.  სრულიად ჰარმონიული დიზაინს კონცეფციას კი ამთავრებს ეფექტური უკანა ბამპერი.

თეთრი კერამიკული ფერის ჩანართები მთელს ძარაზე, შავი ფერის სახურავთან ერთად ქმნის თვალში საცემ კონტრასტს ავტომობილის ღია ყვითელ ფერთან ერთად.

კომფორტი და ინოვაციები

LADA XCODE Concept-ის კონცეფცია ითვალისწინებს რიგ პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სრულამძრავიან ტრანსმისიას და ტურბირებულ ძრავს.

აგრეთვე, კონცეპტუალურ ქროსოვერში დემონსტრირებულია მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები:

    წინაღობის შემთხვევაში ექსტრემალური დამუხრუჭების ავტომატური სისტემა;

    პარალელური და პერპენდიკულარული ავტომატური პარკირების სისტემა;

    აქტიური კრუიზ-კონტროლი, რომელიც აღჭურვილია წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანციის დაცვის სისტემით;

    ავტომობილის დისტანციური მართვის სისტემით.

XCODE Concept მუშავდება პერსპექტიული LADA Connect ტელემატიური პლატფორმის გამოყენებით. მან უდა გააერთიანოს ავტომობილი, მომხმარებლის მოწყობილობები, ინფორმაციულ-გასართობი და ნავიგაციის სერვისები, აგრეთვე მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები ერთიან სისტემაში, რომელიც იმართება მომხმარებლის სმარტფონიდან LADA Connect აპლიკაციის საშუალებით.

ფოტოგალერეა