XRAY Sport Concept

დიზაინი

LADA XRAYისაგან განსხვავებით, სპორტული ვერსია განსხვავდება ინტერიერისა და ექსტერიერის უფრო აგრესიული დიზაინით. სპორტულ ხასიათზე მიგვანიშნებს პოროპორციული წითელი ფერის აქცენტები ავტომობილის ძარაზე, სხვა ფერით არის გამოყოფილი გვერდითი რელიეფი, განსაკუთრებული დიზაინისაა ბამპერები და ბორბლების სამაგრი ქანჩებიც, სპორტული წითელი აქცენტები გამოყენებულია ინტერიერის მოპირკეთებაშიც.

სტილისა და კომფორტის დამატებითი ელემენტებია: წინა იდაყვის საყრდენი, ორიგინალური ველიურის ფეხის ჩასაფენი, სავარძლების კომბინირებული გაფორმება, ჭერის შავი მოპირკეთება, სამზეურები შავ ფერის და წინა საქარე მინის საყრდენები შავი ფერის.

გარდა ამისა XRAY Sport Concept მიიღო ავტოსპორტისთვის დამახასიეთებელი დადაბლებული ქლირენსი, აგრესიული მოპირკეთება და დახვეწილი წინა ბამპერი.

დინამიკა და კომფორტი

ავტომობილის დაკიდებამ მიიღო სპორტული ხასიათი და მომატებული ეფექტურობის სამუხრუჭე სისტემები. ასეთი შასის შექმნაში ხელი შეუწყო გამოცდილებამ, რომელიც მიიღო LADA - მ WTCC ეგიდით ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობით. XRAY Sport - აღჭურვილია 1,8 ლ მოცულობის ძრავით.

ფოტოგალერეა