04.02.2021

ახალი LADA Largus FL

4 თებერვალს AVTOVAZ– მა დაიწყო განახლებული LADA Largus-ის სერიული წარმოება.

გვინდა გავაზიაროთ ახალი ამბები -ახალი LADA Largus მალე ყველგან და ყველა გზაზე იქნება! ახალი LADA Largus შეიცვალა გარედან, მიიღო ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი თანამედროვე LADA-ს სტილში. მანქანას აქვს ორიგინალური წინა ბამპერი, კაპოტი და წინა ფრთები, რადიატორის ცხაური, ფარები, დისკები და გარე სარკეები - ეს ყველაფერი ქმნის მყარ, უფრო თანამედროვე და ექსპრესიულ სახეს როგორც სამუშაო და სამოგზაურო ავტომობილისთვის. ცვლილებების დიდი ნაწილი ასევე მიზნად ისახავს ავტომობილის კომფორტისა და ფუნქციონირების გაუმჯობესებას. მანქანამ შეიძინა წინა ნაწილის ცნობადი იქსისებრი დიზაინი, ასევე ახალი ინტერიერი გაუმჯობესებული ერგონომიკით.

 

Lada Largus FL