13.11.2020

LADA Niva - ВИС-2346

ავტოვაზმა განაახლა ლადა ნივას ბაზაზე სპეციალური კომერციული ავტომობილების წარმოება! ახლა უკვე შესაძლებელია შეკვეთა

მოდელი Lada Niva VIS-2346  იწარმოება VIS-Auto კომპანიის მიერ, რომელიც ავტოვაზის შვილობილი კომპანიაა და შედის რენო-ნისანის ალიანსში. ეს არის მაღალი გამავლობის VAZ 2121 Niva- ს ვარიაცია. მოდელი წარმოდგენილია როგორც ორ ადგილიანი ასევე ოთხადგილიანი კაბინით. მანქანა გამოირჩევა ძლიერი, ნახევრად კარკასული კორპუსის სტრუქტურით, უკან დამოკიდებული სავალი ნაწილით რესორებზე.

საბორტო პლატფორმა LADA Niva -  წარმოადგენს მახასიათებლების ოპტიმალურ თანაფარდობას უგზოობაზე ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად:

Lada Niva  VIS-2346 არის მუდმივად სრულამძრავიანი, რაც შესაძლებელს ხდის მის მართვას უხეშ რელიეფზე უფრო თავდაჯერებულს. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.7 ლიტრიანი ძრავით, 83 ც.ძ, წინა დისკური  და უკანა დოლური მუხრუჭებით. ბაზა - 2850 მმ, მაქსიმალური სიჩქარე 137 კმ / სთ. აღჭურვილია მექანიკური 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. მააქსიმალური დატვირთვის დასაშვები  წონა 625 კგ. კომბინირებულ ციკლში მოიხმარს 9.9 ლიტრ ბენზინს. ფურგონს აქვს 5 სამგზავრო ადგილი, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია კომბინირებულ რეჟიმში:  ტვირთის ტრანსპორტირება და მგზავრების გადაყვანა.

 

 Обновлённая Lada 4x4 всё же получит водительскую подушку безопасности -  читайте в разделе Новости в Журнале Авто.ру