კომპანია დაარსდა 2011 წელს, საავტომობილო სფეროში  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორთა მიერ,  რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოს ბაზრისთვის სხვადასხვა  საავტომობილო  ბრენდების ავტომობილების,  საგზაო- სამშენებლო და  სხვა სპეცტექნიკის  (თვითმცლელი, გამწევი, ბეტონშემრევი-"მიქსერი", ექსკავატორი, ბულდოზერი, გრეიდერი, დამტვირთველი - რუსული და ჩინური წარმოების) მიწოდება.

კომპანია ქ.თბილისში ფლობს 2945 კვ/მ მიწის ფართობს, მასზე აშენებულ კეთილმოწყობილ ავტოსალონს და ავტოტექნიკური მომსახურეობის ცენტრს.

კომპანია საქართველოში წარმოადგენს რამოდენიმე მსოფლიო საავტომობილო ბრენდს:

LADA           -  რუსეთი , ტოლიატის ქარხნის პროდუქცია, მსუბუქი ავტომობილები

CHANGAN  -  ჩინური წარმოების მსუბუქი და მსუბუქი სატვირთო ავტომობილები  

SHACMAN  -  სპეციალური მძიმე წონიანი სატვირთო ტექნიკა, ჩინურ - გერმანული წარმოების

ZXAUTO     კომერციული დანიშნულების ავტომობილები  (პიკაპი - TERRALORD PICKUP)

 

ავტოვაზი (ВАЗ იშიფრება როგორც: Во́лжский автомоби́льный заво́д) — რუსული ქარხანა, რომელიც მსოფლიოსათვის ცნობილია როგორც  LADA,  შეიქმნა სამოციანი წლების ბოლოს კომპანია ფიატთან თანამშრომლობით და მდებარეობს ქალაქ ტოლიატში, დღესდღეობით ავტოვაზი არის ყველაზე დიდი ავტომშენებელი კომპანია მთელს რუსეთში, კომპანია წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონამდე მანქანას აწარმოებს. პირველი  "ლადა" ВАЗ 2101 კონვეიერიდან 1970 წლის 19 აპრილს ჩამოვიდა, თუმცა ამ მანქანების ისტორია რამოდენიმე წლით ადრე იღებს სათავეს.............. იტალიური  FIAT 124-ის  ბაზაზე შექმნილი ავტომობილები ვაზ-2101, ვაზ-2102................... და მომდევნო მოდელები არიან მანქანები რომლებიც ასოცირდებიან ავტოვაზის (ლადას) ბრენდთან.

კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდია 140 კილომეტრიანი წარმოების ხაზით, ამავდროულად ის უნიკალურიცაა რადგან ავტომობილების თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტები ქარხანაშივე მზადდება.

2014 წელს ტოლიატის ავტოქარხანა და ლადას ბრენდი შეისყიდა  რენო - ნისანი - მიცუბიშის ალიანსმა, მოხდა ქარხნის აბსოლუტური გადაიარაღება, შეიქმნა ახალი მოდელები რენო ნისანის ავტომობილების ბაზაზე!